კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოციალურად დაუცველი მოქალაქეები მასობრივ აქციებით იმუქრებიან

20 ოქტომბერი, 2005

სოციალურად დაუცველი მოქალაქეები მასობრივ აქციებით იმუქრებიან

 

თბილისი.19.10.05.მედიანიუსი. სოციალურად დაუცველი მოქალაქეების უფლებების დამცველი მოძრაობა, სახელწოდებითჩვენ ვიწყებთ“, ხელისუფლების წინააღმდეგ მასობრივ აქციებს გეგმავს.

 

ეს ორგანიზაცია უმუშევართა, პენსიონერთა, მეანაბრეთა და კოოპერატიული მშენებლობების წევრთა უფლებების დასაცავად ერთი თვის წინათ შეიქმნა.

 

როგორც მისმა ხელმძღვანელმა გია ბერძენაძემ საორგანიზაციო კომიტეტის დღევანდელ შეხვედრაზე აღნიშნა, ერთი თვის წინ მოძრაობამ ხელისუფლებას კონსტიტუციური ულტიმატუმი წარუდგინა.

 

ულტიმატუმში მოძრაობა ხელისუფლებისგან სოციალურად დაუცველთათვის სამუშაო ადგილების გამოყოფას, მეანაბრეთათვის დანაზოგების დაბრუნებას, კოოპერატიული ბინათმშენებლობის წევრთა ბინებით დაკმაყოფილებას ან თანხის დაბრუნებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში. მოძრაობას მიაჩნია, რომ ხელისუფლება უნდა შიეიცვალოს.

 

გია ბერძენაძის თქმით ხელისუფლება ამ ულტიმატუმს არ გამოხმაურებია. ამიტომ მოძრაობა საკუთარ მოთხოვნებს ამიერიდან უკვე აქციებზე გამოხატავს.

 

პირველი გრანდიოზული მდუმარე აქციადუმილი რეკავს“ 4 ნოემბერს მთელი ქვეყნის მაშტაბით გაიმერთება. ამ დღეს საქართველოს ქალაქების მერიებთან და რაიონების გამგეობებთან მოძრაობის წევრები და სოციალურად დაუცველი ადამიანები და მათი მხარდამჭერები შეიკრიბებიან.

 

მოძრაობის დღევანდელ შეხვედრაზე სწორედ 4 ნოემბრის აქციის ორგანიზაციულ საკითხებზე იმსჯელეს. დღესვე ცნობილი გახდა, რომ მოძრაობას მხარდაჭერას 12 არასამთავრობო ორგანიზაცია უცხადებს.

ახალი ამბები