კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სომხური მოსახლეობა მარნეულის რაიონში მიწის წართმევას აპროტესტებს

20 ოქტომბერი, 2005

სომხური მოსახლეობა მარნეულის რაიონში მიწის წართმევას აპროტესტებს

თბილისი.19.10.05.მედიანიუსი. ქართველ-სომეხთა გაერთიანება „ნორ სერუნდი“ მარნეულის რაიონში ეთნიკური შუღლის გაღვივების საფრთხეს ხედავს.

როგორც გაერთიანების თანათავმჯდომარე მარიამ მიქოიანმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რამდენიმე დღის წინ გაერთიანებას მარნეულის რაიონის სოფელ კუდროს სომხურმა მოსახლეობამ მიმართა. მათი თქმით, 38,5 ჰექტარი სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი, რომელიც მათ 12 წლის წინ იჯარით აიღეს, ეროვნებით ქართველ კერძო პირზე უკანონოდ გასხვისდა.

„ამ სოფელში 30 სომხური ოჯახი ცხოვრობს. მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო ეს მიწის ნაკვეთია. მოსახლეობამ გაარკვია, რომ მიწის გადაცემაზე ტენდერი ისე საიდუმლოდ ჩატარებულა, ამის შესახებ ინფორმირებული სოფლის საკრებულოც კი არ ყოფილა“, _ ამბობს მარიამ მიქოიანი.

მისივე თქმით, ამ ფაქტზე რეაგირება ჯერჯერობით მარნეულის რაიონის გამგეობას არ მოუხდენია. გაერთიანება აპირებს თხოვნით მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს, რათა ამ პრობლემით და მისი სამართლებრივი გადაჭრით დაინტერესდეს.

ორგანიზაციაში შიშობენ, რომ წამოჭრილი პრობლემისადმი ხელისუფლების უყურადღებობამ შესაძლოა რაიონში ეთნიკურ დაპირისპირებამდე მიგვიყვანოს.

ახალი ამბები