კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მიწის უკანონო გასხვისება ბაკურიანში

26 ოქტომბერი, 2005

მიწის უკანონო გასხვისება ბაკურიანში

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ბაკურიანში საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როდესაც საკუთარი მიწის მოსანახულებლად ჩასულ მფლობელს არასასიამოვნო სიურპრიზი  - კუთვნილ ნაკვეთზე მშენებარე სასტუმრო ან ფეშენებელური საცხოვრებელი სახლი ხვდება. მცირე გამოძიების ჩატარების შემდეგ, მიწის მფლობელი აღმოაჩენს, რომ მისი საკუთრება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წევრების მიერ, მფლობელის თანხმობის გარეშეა გაყიდული. ხშირ შემთხვევაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები „გაუგებრობაზე“ საუბრობენ და თუკი მიწის მფლობელს გაუმართლებს, მას სხვა ნაკვეთს მისცემენ - ოღონდ ნაკლებად პრესტიჟულ უბანში.

მეორე აპრობირებული მეთოდი - საკუთრების თაღლითური გზით მრავალჯერადი გასხვისებაა. სანამ მყიდველი საკუთრების გადმოფორმებას ცდილობს, მიწის ნაკვეთს მფლობელი მესამე პირს მიყიდის.

ბაკურიანი საქართველოს ერთ ერთ წამყვან კურორტად ითვლება. უკანასკნელ პერიოდში მთებში დაკარგული ბაკურიანი ტურისტების საყვარელ ადგილადაც იქცა. ამის გამო ადგილობრივი ხელისუფლება რაიონში მდიდარი მესაკუთრეებისა და წარმატებული ბიზნესმენების მოზიდვას ასეთი  თაღლითური გზებით ცდილობს.

ნიკოლაი პუშკარიოვი

ახალი ამბები