კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თაბუკაშვილის ქუჩაზე სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა დაპირისპირების მიზეზი გახდა

27 ოქტომბერი, 2005

თაბუკაშვილის ქუჩაზე სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა დაპირისპირების მიზეზი გახდა

თბილისი.27.10.05.მედიანიუსი. დღეს ხმაური იყო თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონში მდებარე  თაბუკაშვილის ქუჩაზე, რომლის მაცხოვრებლებიც იქ სამარშრუტო ტაქსების რეისების შესაძლო აღდგენას აპროტესტებდნენ. შელაპარაკება სწორედ მათსა და  მძღოლებს შორის მოხდა.

მძღოლები თავის მხრივ ქუჩის მცხოვრებთა მიერ გადაკეტილი გზის გახსნას ცდილობდნენ.

აღნიშნულ ქუჩაზე მდებარე სახლები თითქმის ავარიულია.  მოსახლეობის განცხადებით‚ სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს.

მძღოლების თქმით, მათ მერიისგან აქვთ ნებართვა მიღებული, რომ რეისები სწორედ ამ ქუჩის გავლით შეასრულონ. ამ დროისთვის თაბუკაშვილის ქუჩა უკვე გახსნილია.

ახალი ამბები