კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კონტროლის პალატაში მუშაობის დაწყების მსურველების ტესტირება დაიწყო

28 ოქტომბერი, 2005

კონტროლის პალატაში მუშაობის დაწყების მსურველების  ტესტირება დაიწყო

თბილისი.28.10.05.მედიანიუსი. საქართველოს კონტროლის პალატის 57 საშტატო ერთეულის შესავსებად კონკურსის პირველი ეტაპი - ტესტირება დაიწყო. იგი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ბიბლიოთეკაში მიმდინარეობს. მასში მონაწილენი‚ ძირითადად‚ უმაღლესი იურიდიული და ეკონომიკური განათლების მქონე პირები არიან.

57 ვაკანტურ თანამდებობაზე პრეტენზიას 358 მოქალაქე აცხადებს. სწორედ ამდენი ადგილი გათავისუფლდა კონტროლის პალატის მოხელეთა ატესტაცია-კონკურსის შემდეგ‚ რომელიც 2005 წლის ივლისში ჩატარდა.

100 ტესტურ კითხვაზე საპასუხოდ მათ ხუთი აკადემიური საათი მიეცათ. კონკურსის მეორე ეტაპზე - გასაუბრებაზე მოსახვედრად მათ მინიმუმ 75 ქულა უნდა დააგროვონ. გასაუბრება‚ სავარაუდოდ‚ მომდევნო კვირაში გაიმართება.

ახალი ამბები