კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ფინანსთა სამინისტროს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრისთვის თანხის გამოყოფას სთხოვენ

4 ნოემბერი, 2005

ფინანსთა სამინისტროს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრისთვის თანხის გამოყოფას სთხოვენ

თბილისი.03.11.05.მედიანიუსი. დღეს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა საკანონმდებლო ინიციატივა "ოჯახური ძალადობის თავიდან აცილების შესახებ" კანონპროქტის ინიციატორს ქეთევან მახარაშვილს დასკვნის გარეშე უკან დაუბრუნა.

როგორც ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, პროექტი დასახვეწია.

"კანონპროექტის მიხედვით არ უნდა გამოდიოდეს ისე, რომ მეუღლეებმა შელაპარაკებისთანავე პოლიციაში დარეკონ. უბრალოდ, ამ კანონპროექტმა ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა სამართლებრივი დაცვა უნდა უზრუნველყოს", _ განაცხადა დავით ბაქრაძემ.

კომიტეტმა თხოვნით მიმართა ფინანსთა სამინისტროს, რომ გამონახონ თანხები ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის მოსაწყობად.

ახალი ამბები