კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აფხაზურ ჯარზე უარის გამო ქართველი ახალგაზრდა ცემით მოკლეს

8 ნოემბერი, 2005

აფხაზურ ჯარზე უარის გამო ქართველი ახალგაზრდა ცემით მოკლეს

თბილისი.06.11.05.მედიანიუსი. აფხაზეთში ცემის შედეგად 21 წლის ქართველი, დანიელ წურწუმია დაიღუპა.

დანიელ წურწუმია სოფელ გაგიდას მკვიდრი იყო, საიდანაც ის აფხაზურმა 60-კაციანმა შეიარაღებულმა ჯგუფმა სოხუმში გაიტაცა. წურწუმია იქ ე.წ. აფხაზურ ჯარში იძულებით გაიწვიეს. ფიცის მიღებაზე უარის თქმის გამო, იგი სასტიკად სცემეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა.

ამასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა სპეციალური განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ აფხაზეთში და განსაკუთრებით გალის რაიონში დსთ-ს სამშვიდობო ძალების მიერ კონტროლირებად ზონაში მასობრივი ხასიათი მიიღო ეთნიკური ქართველების უფლებების დარღვევამ.

“აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დსთ-ს სამშვიდობო ძალები ვერ ან არ ასრულებენ მათზე მანდატით დაკისრებულ ვალდებულებებს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და სრულ უმოქმედობას იჩენენ მათ თვალწინ მომხდარ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების ფაქტებზე”, _ ნათქვამია განცხადებაში.

 

ახალი ამბები