კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასრუწლოვანმა პატიმრებმა გაქცევა სცადეს

8 ნოემბერი, 2005

არასრუწლოვანმა პატიმრებმა გაქცევა სცადეს

თბილისი.07.11.05.მედიანიუსი. იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ბათუმის #3 საპყრობილიდან არასრუწლოვანმა პატიმრებმა, 17 წლის რაულ ყ.-შვილმა და მისმა თანატოლმა რომან კ.-იამ 6 ნოემბერს, 03.00 საათზე გაქცევა სცადეს.

პატიმრებმა საკანში გისოსები გადახერხეს და  ერთმანეთზე გადაბმული ზეწრებით ეზოში დაეშვნენ.

რაულ ყ.-შვილი და რომან კ.-ია პასუხისგებაში ყაჩაღობის ბრალდებით არიან მიცემულნი. მათი განმარტებით, ფანჯრიდან საჭირო ნივთი გადაუვარდათ და მის ასაღებად ჩავიდნენ ეზოში.
გაქცევის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, რომელსაც იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი იძიებს.

ახალი ამბები