კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნანა კაკაბაძე: ერთი თვის განმავლობაში სპეცოპერაციების დროს 10 ადამიანი დაიღუპა

17 ნოემბერი, 2005

ნანა კაკაბაძე: ერთი თვის განმავლობაში სპეცოპერაციების დროს 10 ადამიანი დაიღუპა

თბილისი.15.11.05.მედიანიუსი. არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის” საქართველოში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებს ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურების საქმიანობის შესწავლისკენ მოუწოდებს.

“იმ ქვეყანაში, სადაც პრეზიდენტი და შს მინისტრი დამნაშავეობასთან ბრძოლის საბაბით საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ეჭვმიტანლების ადგილზე ჩახოცვისაკენ მოუწოდებენ, საერთაშორისო ორგანიზაციები თანხებს არ უნდა დებდნენ”, - განაცხადა “ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის” თავმჯდომარემ ნანა კაკაბაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის და შს მინისტრის ეს განცხადება ამორალური და არაჰუმანურია. ნანა კაკაბაძის ინფორმაციით, უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერატიული ოპერაციის დროს 10 ადამიანი დაიღუპა.

“28 ოქტომბერს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 21 წლის გიორგი მიქიაშვილი სასტიკად სცემეს და დღემდე ის ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოს ფსიქიატრიულ განყოფილებაშია მოთავსებული. შესაძლოა, მისი მდგომარეობა მკურნალობას აღარც დაექვემდებაროს. ხელისუფლების თვითნებობა უკანასკნელ ზღვარამდეა მისული. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებსაც კი სრულიად უდანაშაულო ადამიანების შეურაცხყოფის და დასჯის უკიდურესი ზომების გამოყენების უფლება აქვთ. მივმართავ საერთაშორისო ორგანიზაციებს, დაინტერესდნენ ამ საკითხით”, - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

ახალი ამბები