კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნანა კაკაბაძე პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს

17 ნოემბერი, 2005

ნანა კაკაბაძე პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს

თბილისი.15.11.05.მედიანიუსი. არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები _ ადამიანის უფლებებისათვის” საქართველოს პარლამენტს საყოველთაო ამნისტიის პროექტზე მუშაობისკენ მოუწოდებს.

ორგანიზაციის თავმჯდომარის ნანა კაკაბაძის განცხადებით, ხელისუფლებამ აღიარა, რომ უამრავი ადამიანი ციხეში პოლიციის მიერ ხელოვნურად შექმნილი ბრალდებების გამო მოხვდა.

“თვით ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა აღიარეს, რომ 2004 წლის განმავლობაში ადგილი ჰქონდა როგორც დაკავებულთა წამების, ასევე მათთვის იარაღისა თუ ნარკოტიკების “ჩადების” მრავალ ფაქტს, ამის მიუხედავად, ბევრი ასეთი პირი დღესაც პატიმრობაში იმყოფება. მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს პატიმრებისთვის მინიმალური ადამიანური პირობების შექმნას. მოვუწოდებთ პარლამენტს, დაიწყოს მუშაობა საყოველთაო ამნისტიის პროექტზე, სადაც უპირობოდ იქნება გათვალისწინებული იმ მოქალაქეთა გათავისუფლება, რომლებიც ციხეში პოლიციის თვითნებობის  გამო მოხვდნენ”, _ განაცხადა ნანა კაკაბაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე განმარტებით, ამნისტიის პროექტი არ უნდა შეეხოს იმ პატიმრებს, რომლებიც მკვლელობის ან დაყაჩაღება-ძალადობის საფუძველზე იხდიან სასჯელს.

ახალი ამბები