გატაცებული გენო პეტრიაშვილის კლასელები სასწავლო პროცესის გაგრძელებაზე უარს ამბობენ
გორი.21.11.05.მედიანიუსი. სამი თვის წინათ ფრონეს ხეობიდან გატაცებული 11 წლის გენო პეტრიაშვილის კლასელებმა დღეს სასწავლო პროცესის გაგრძელებაზე უარი თქვეს. გორის მე-9 საშუალო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები დილით სკოლაში სასწავლო ჩანთების გარეშე გამოცხადნენ. მათ თანაკლასელის გატაცების გამო ასე გამოხატეს პროტესტი და ხელისუფლებისგან ყურადღების მიპყრობა მოითხოვეს.
მოგვიანებით სკოლის ადმინისტრაციისა და მასწავლებელთა ძალისხმევით, მოხერხდა ბავშვების გაკვეთილებზე შეყვანა.