კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს პარლამენტი ახალ „შრომის კოდექსს“ განიხილავს

21 ნოემბერი, 2005

საქართველოს პარლამენტი ახალ „შრომის კოდექსს“ განიხილავს

18 ნოემბერი, თბილისი, /BLACK SEA PRESS - ИА "Новости - Грузия"/.  18 ნოემებერს საქართველოს პარლამენტის  ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის კომიტეტმა ახალი შრომის კოდექსი განიხილა. მთავრობის მიერ შემუშავებული კანონპროექტი  დეპუტატებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მეგრელიშვილმა წარუდგინა.

ახალი კანონპროექტის მიხედვით, სამუშაო კვირა 48 საათიანი გახდება, მუშაკი კი წელიწადში მხოლოდ 15 დღიან ხელფასიან შვებულებას მიიღებს. ჯარში გამოძახებისთანავე, შრომითი ხელშეკრულება ავტომატურად ანულირდება. მუშაკის ორსულობისა ან ავადმყოფობის შემთხვევაში, დამქირავებელს აქვს უფლება წინასწარი გაფრთხილების გარეშე გააუქმოს ხელშეკრულება.

კანონპროექტმა „მემარჯვენე ოპოზიციის“ ერთ ერთი ლიდერის დავით საგანელიძის მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა. „ახალ კანონპროექტში იმ დაპირებების მისხალიც კი არ არის, რაც ამჟამინდელმა მთავრობამ „ვარდების რევოლუციის“ დროს ხალხს მისცა. ეს პროექტი დამქირავებელსა და მუშაკს შორის მონურ დამოკიდებულებას აკანონებს,“ - აცხადებს საგანელიძე. მისი სიტყვებით, ასეთი კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში განხილვასაც კი არ იმსახურებს.

კომიტეტის ხელმძღვანელი გიგი წერეთელი და საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი მიიჩნევენ, რომ პირველი მოსმენით პარლამენტმა შესაძლოა კოდექსის ძირითადი პრინციპები მიიღოს, თუმცა მეორე მოსმენისას ოპოზიციის შენიშვნები გათვალისწინებული უნდა იყოს.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვახტანგ მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ „ახალი კანონპროექტი შესაძლოა ზოგს მოსწონდეს, ზოგს კი არა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერია დასაშვები, რაც კანონით არ არის აკრძალული.“

 

ახალი ამბები