კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კოტე კემულარია მონიტორინგის საბჭოს აუქმებს

28 ნოემბერი, 2005

კოტე კემულარია მონიტორინგის საბჭოს აუქმებს

თბილისი.25.11.05.მედიანიუსი. კონსტანტინე კემულარია იუსტიციის სამინისტროს დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს არსებობას ნონსესად მიიჩნევს და მისი გაუქმების მომხრეა.

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პენიტენციურ სისტემას ახალი რეფორმირებული საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოები გააკონტროლებენ. კონსტანტინე კემულარიას განცხადებით, დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანოს ფორმირება და საქმიანობის რეგულირება, „პატიმრობის შესახებ“ კანონის შესაბამისად მოხდება.

აღნიშნული მოდელის მიხედვით, მონიტორინგის საბჭო თითოეულ დაწესებულებასთან ჩამოყალიბდება და იგი ორიენტირებული იქნება აქ არსებული პრობლემების გამოვლენაზე და მათი აღმოფხვრის ხელშეწყობაზე.

დღესდღეობით არსებული საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭო, რომელიც ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების 21 წარმომადგენლისაგან არის დაკომპლექტებული, სასჯელაღსრულების თითოეულ დაწესებულებაში დაუბრკოლებლად შესვლის ნებართვით სარგებლობს, თუმცა საბჭოს წევრთა აბსოლუტური უმრავლესობა ამ სპეციალური რწმუნებით მხოლოდ თბილისში განლაგებულ დაწესებულებებში სარგებლობდნენ.

კონსტანტინე კემულარიას განცხადებით, პენიტენციარული სისტემის რეფორმის წარმატებას მნიშვნელოვანწილად, ამ პროცესში საზოგადოების მონაწილეობა განაპირობებს. იუსტიციის სამინისტრო დაინტერესებულია თბილისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში და ქუთაისში არსებულ დაწესებულებეთან შეიქმნას საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოები, რომლებიც ადგილებზე, რეალურ ზედამხედველობას გაუწევენ ადამიანის უფლებების დაცვასა და პატიმართა სოციალურ მდგომარეობას.

იუსტიციის სამინისტროსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებზე მონიტორინგის საბჭოს თავმჯდომარე თეა თუთბერიძე ამ საბჭოს გაუქმების თაობაზე იუსტიციის მინისტრ კონსტანტინე კემულარიას განცხადებას არასერიოზულს უწოდებს.

„საბჭოს გაუქმების უფლება კემულარიას არ აქვს‚ რადგან იგი პრეზიდენტის შექმნილია. იმედია‚ მის ამ ნაბიჯზე შესაბამისი პირები სათანადო რეაგირებას მოახდენენ‚“ - ამბობს თეა თუთბერიძე.

 

ახალი ამბები