კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ძალოვანი უწყებების პენსიონერებმა საპროტესტო აქცია გამართეს

30 ნოემბერი, 2005

ძალოვანი უწყებების პენსიონერებმა საპროტესტო აქცია გამართეს

თბილისი.30.11.05.მედიანიუსი. პარლამენტის შენობასთან ძალოვანი უწყებების პენსიონერების საპროტესტო აქცია გაიმართა.

პენსიონრები საპენსიო კოდექსში შესატან ცვლილებებს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, მათ პენსია სტაჟისა და დამსახურების მიხედვით აღარ დაენიშნებათ.

საპენსიო კოდექსში ცვლილებათა პაკეტი ჯანდაცვის სამინისტრომ პარლამენტში ორი კვირის წინ შეიტანა. საკანონმდებლო ორგანოს ცვლილებები ჯერ არ დაუმტკიცებია. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გიგი წერეთელი ძალოვანი უწყების პენსიონერებს ორი კვირის წინათ შეხვდა და მათი შეხედულებების გათვალისწინებას დაპირდა.

როგორც საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, ისინი პარლამენტის წინ ისევ შეიკრიბებიან და აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივას გააპროტესტებენ. ამ ეტაპზე სხვადსხვა ძალოვანი უწყების პენსიონერთა პენსია 85-ლარიდან 250-ლარამდე მერყეობს.

ახალი ამბები