კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტები უწყებებში ინფორმაციის მოპოვების გართულების შესახებ საუბრობენ

2 დეკემბერი, 2005

ჟურნალისტები უწყებებში ინფორმაციის მოპოვების გართულების შესახებ საუბრობენ

რადიო ,,ფორტუნას“ კორესპონდენტი ეკა საათაშვილი ამბობს, რომ ჟურნალისტებს სამინისტროებში, სახელმწიფო კანცელარიასა და პარლამენტში ,,პირადი კონტაქტებით“ უხდებათ ინფორმაციის მოპოვება.

ახალი ამბების სააგენტო „პრაიმ-ნიუსის“ დირექტორის, დემნა ჩაგელიშვილის განცხადებით, პრეს-ცენტრები ან საერთოდ არ გასცემენ, ან არაფრისმთქმელ ინფორმაციას აწვდიან მის კორესპონდენტებს. ძალიან უჭირთ ურთიერთობა პრეზიდენტის, შინაგან საქმეთა, თავდაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურებთან. შედარებით უკეთესად არის მდგომარეობა იუსტიციის და განათლების სამინისტროებიდან, ასევე გენპროკურატურიდან ინფორმაციის მიღების მხრი, ხოლო. ეროვნულ ბანკთან ურთიერთობისას სააგენტოს პრობლემა არ ჰქონია,- აცხადებს დემნა ჩაგელიშვილი.

საინფორმაციო სააგენტო „ახალი ამბები-საქართველოს“ ხელმძღვანელი ალიონა იმედაშვილი კი ამბობს, რომ საჯარო ინფორმაციის მოპოვება საქართველოში გადაულახავ პრობლემად იქცა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე მოუწოდებს ჟურნალისტებს, სასამართლოში უჩივლონ ნებისმიერ უწყებას საჯარო ინფორმაციის დაფარვის შემთხვევაში.

თევდორაძის განცხადებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მოქალაქემ 10 დღის ვადაში უნდა მიიღოს ინფორმაცია უწყებიდა., უარის შემთხვევაში მას უფლება აქვს სასამართლოს მიმართოს. მისი აზრით, ჟურნალისტები ამ უფლებას არ იყენებენ. პარლამენტარის თქმით, ინფორმაციის დაფარვის შემდეგ, ჟურნალისტები ვარაუდებით წერენ სტატიებს და ამზადებენ სიუჟეტებს. ამაზე ჩინოვნიკები უნდა დაფიქრდნენ, რადგან ისინი არასწორი ინფორმაციის გავრცელებას უწყობენ ხელს.

პარლამენტის ოპოზიციური ფრაქცია ,,დემოკრატიული ფრონტის“ ლიდერი დავით ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ კანონდარღვევებმა საჯარო ინფორმაციის დაფარვასთან დაკავშირებით მასობრივი ხასიათი მიიღო. მისი აზრით, ჟურნალისტებმა ნიჰილისტური დამოკიდებულება არ უნდა გამოამჟღავნონ და ასეთ შემთხვევებში, სასამართლოს აუცილებლად უნდა მიმართონ რადგან, რაც უფრო მეტი ხმაური იქნება ამ საკითხზე, მით უკეთესია.

media.ge


ახალი ამბები