კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საცხოვრებელ კორპუსში მეორე სართულის აივანი ჩამოინგრა

5 დეკემბერი, 2005

საცხოვრებელ კორპუსში მეორე სართულის აივანი ჩამოინგრა


თბილისი.04.12.05.მედიანიუსი. თბილისის გლდან-ნაძალადევის რაიონში, მუხიანის ქუჩის №9 მდებარე კორპუსში მეორე სართულის აივანი ჩამოინგრა. ნგრევის დროს აივანზე მცირე წლოვანი დები იმყოფებოდნენ. 9 წლის თეონა და 11 წლის ანა ფერაძეები სასწრაფო დახმარების მანქანით, მოტეხილობებით ბავშვთა მეორე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მუხრანის ქუჩის მაცხოვრებლების განცხადებით, მომხდარის ჩამონგრევის უკვე მესამე შემთხვევაა. მოსახლეობა თბილისის მერიასა და გლდანი- ნაძალადევის რაიონის გამგებლობას უყურადღებობაში ადანაშაულებს.

„ჩვენ არაერთხელ მივმართეთ როგორც თბილისის მერიას ასევე რაიონის გამგებელს, მაგრამ საკითხის ადგილზე გასაცნობად კი აქ არავინ მოსულა. ჩვენი პრობლემით არავინ დაინტერესებულა“,-აცხადებდნენ აღნიშნული ქუჩის მკვიდრნი.

ინციდენტის შემდეგ მუხიანის ქუჩაზე გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები მივიდნენ. როგორც „მეიანიუსს“ რაიონის გამგებლობა ნიკო ხაჩირაშვილმა განუცხადა, აღნიშნული კორპუსი ავარიულ შენობათა რიცხვს მიეკუთნება.

„გამგეობაში იყო ინფორმაცია მუხიანის ქუჩაზე მდებარე შენობის ავარიულობის შესახებ, მაგრამ 2005 წლის ბიუჯეტით მათი გამაგრება ვერ მოხერხდა. ამ შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის საჭირო თანხა 2006 წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული. გამგეობის თანამშრომლები, ამ სახლების მდგომარეობას შეისწავლიან და კონკრეტულ გათვალისწინებას მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ“,-განუცხადა „მედიანიუსს“ ნიკო ხაჩირაშვილმა.

მუხიანის ქუჩიდან გლდან-ნაძალადევის რაიონის გამგებელი დიღომის საავადნყოფოში ტრავმირებული ბავშვების მოსანახულებლად გაემგზავრა.

 

ახალი ამბები