კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმის უნივერმაღის მოვაჭრეები შენობის დაცლაზე კვლავ უარს აცხადებენ

5 დეკემბერი, 2005

ბათუმის უნივერმაღის მოვაჭრეები შენობის დაცლაზე კვლავ უარს აცხადებენ

ბათუმი.04.02.05.მედიანიუსი. ბათუმის ცენტრალური უნივერმაღის ყოფილი მოვაჭრეები უნივერმაღის შენობის დაცლაზე კვლავ უარს აცხადებენ.

უნივერმაღის შენობა ბათუმელმა ბიზნესმენმა ანზორ ქოქოლაძემ აუქციონზე ოთხი თვის წინათ მილიონ 200 ათას დოლარად შეისყიდა. ამის შემდეგ ის შენობის დაცლას ითხოვს, მოვაჭრეებს კი ქალაქის გარეუბანში ალტერნატიულ სავაჭრო ადგილებს სთავაზობს.

უნივერმაღის ყოფილი მოვაჭრეები კი ამ შეთავაზებაზე უარს აცხადებენ და ერთ თვეზე მეტია, შენობაში ათენ-აღამებენ.

ანზორ ქოქოლაძის კუთვნილი ფირმა „ელიტა xxi” შენობაში უკვე სარემონტო სამუშაოებს ასრულებს. წუხელ ფირმის წარმომადგენლებმა შენობაში 2 სატვირთო ავტომანქანით ქვიშა მიიტანეს.
ავტომანქანების გადმოტვირთვისას შენობის მინები ჩაიმსხვრა.

მოვაჭრეების თქმით „რამდენიც არ უნდა ამტვრიონ შენობა, ისინი მას მანამ არ დაცლიან, ვიდრე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობა მათ გვერდით არ დადგება.

 

ახალი ამბები