კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უსინათლოთა კავშირმა თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართა

6 დეკემბერი, 2005

უსინათლოთა კავშირმა თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართა

თბილისი.05.12.05.მედიანიუსი. თბილისის მერიის შენობის წინ უსინათლოთა კავშირმა საპროტესტო აქცია მოაწყო. უსინათლოები მეტროთი უფასო  მგზავრობის უფლებას ითხოვენ.

აქციას მონაწილეები მერიას უყურადღებობასა და დაპირებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ.

უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარის რევაზ მაისურაძის განცხადებით, მერიას მეტროს კოდირებული ბარათების შეძენა გაცილებით ძვირი უჯდება, ვიდრე უსინათლოებისათვის უფასოდ გადაადგილების უფლების მიცემა.

„ქალაქში 2500 უსინათლო ცხოვრობს. მათგან დღეში მეტროთი 100 კაცი თუ გადაადგილება,  საკმარისია, მერიამ ამ 100 კაცის უფასოდ გადაადგილება უზრუნველყოს. კოდირებული ბარათები, რომლებიც 1 ცალი 144 ლარი ღირს, საჭირო არ არის“, - განაცხადა აქციაზე რევაზ მაისურაძემ.

უსინათლოები ყოველთვიური 22-ლარიანი დახმარების გაუქმებას აპროტესტებენ და დაშლას მანამ არ აპირებენ, ვიდრე ქალაქის მერი გიგი უგულავა მათთვის მისაღებ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

ახალი ამბები