სამხედრო პოლიცია ტელეკომპანია ,,მზის“ გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდა
ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, ერგნეთის საგუშაგოსთან, საქართველოს სამხედრო პოლიციის წარმომადგენლები 5 დეკემბერს ფიზიკურად გაუსწორდნენ ტელეკომპანია ,,მზის“ ჟურნალისტს ნოდარ მელაძეს და ოპერატორ ნოდარ პაპიძეს.
პოლიციელებმა ჟურნალისტებს ვიდეოკამერაც წაართვეს.
,,მზის“ გადამღები ჯგუფი კონფლიქტის ზონაში მოვლენების ამსახველ რეპორტაჟს ამზადებდა, როდესაც სამხედრო სპეცოპერაციის თვითმხილველი გახდა. ჟურნალისტებმა გადაიღეს, თუ როგორ გარბოდნენ შემთხვევის ადგილიდან შეშინებული ადამიანები, ქართველებსა და ოსებს შორის მომხდარი შეიარაღებული შეტაკებისას.
სწორედ ეს კასეტა მოხვდა სამხედრო პოლიციის ხელში.
ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ თავდაცვის სამინისტრო „მზის“ ამ ექსკლუზიურ მასალას უწყების გრიფით გაუშვებს ეთერში.