კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პანკისის ხეობიდან 120 ჩეჩენი ლტოლვილი სამშობლოში მიემგზავრება

7 დეკემბერი, 2005

პანკისის ხეობიდან 120 ჩეჩენი ლტოლვილი სამშობლოში მიემგზავრება

თბილისი.06.12.05.მედიანიუსი. პანკისის ხეობაში მცხოვრები 120 ჩეჩენი ლტოლვილი სამშობლოში მიემგზავრება. ხეობაში მცხოვრები 674 ლტოლვილიდან სამშობლოში დაბრუნების სურვილი, მხოლოდ 120-მა გამოთქვა. საქართველოდან მათ გამგზავრებას რუსეთის საემიგრაციო სამსახური ხელმძღვანელობს.

“საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ჩეჩენი ლტოლვილების სამშობლოში დაბრუნებაში ნაწილობრივ მონაწილეობს. ქართული მხარის კომპეტენცია დოკუმენტაციის მოწესრიგებით და რუსეთის საემიგრაციო სამსახურისთვის ლტოლვილთა ზუსტი სიების გადაცემით შემოიფარგლება. დანარჩენზე რუსეთის საემიგრაციო სამსახურმა იზრუნა”, _ განუცხადა “მედიანიუსს” საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილთა სამმართველოს უფროსმა ზურაბ მშვიდობაძემ.

ჩეჩენი ლტოლვილები რუსეთში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სპეცრეისით გაფრინდებიან, მათ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლები გააცილებენ.

ახალი ამბები