კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დევნილებმა სახელმწიფო კანცელარიასთან ქუჩის გადაკეტვა სცადეს

14 დეკემბერი, 2005

დევნილებმა სახელმწიფო კანცელარიასთან ქუჩის გადაკეტვა სცადეს

თბილისი.13.12.05.მედიანიუსი. სახელმწიფო კანცელარიასთან თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროებში განსახლებული დევნილებმა საპროტესტო აქცია გამართეს. დევნილები ელექტროენერგიის გათიშვას აპროტესტებენ. მათ დენი დავალიანების გამო უკვე 12 დღეა არ მიეწოდება.

როგორც "მედიანიუსს" სადისტრიბუციო კომპანია "თელასის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ამ ეტაპზე დევნილებით განსახლებული 200 ობიექტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ამის მიზეზი მათ მიერ ლიმიტით გათვალისწინებული ელექტოენერგიის მოხმარების გადაჭარბება გახდა.

"სახელმწიფო ბიუჯეტიდან დევნილების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური იფარება. ყოველ თვე ამისთვის 600 ათასი ლარია განსაზღვრული. 2005 წლის ნოემბერში დევნილებმა ლიმიტს 450 ათასი ლარით გადააჭარბეს. მათ ამ თანხის გადახდა არ სურთ და არც მოლაპარაკებებზე მიდიან. `თელასი" იჩენს კეთილ ნებას და დევნილებს ვალის დაფარვის გრაფიკს სთავაზობს", - განუცხადა "მედიანიუსს" ვალერი ფანცულაიამ.

სახელმწიფო კანცელარიასთან დევნილებმა დღეს ქუჩის გადაკეტვაც სცადეს, რაც საპატრულო პოლიციამ აღკვეთა. აქციის მონაწილეებს კონფლიქტების მოგვარების საკითხში სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა შეხვდა და დაპირდა, რომ მათ პრობლემას პრემიერ-მინისტრს გააცნობდა.

ახალი ამბები