კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტელერადიოკომპანია ,,თრიალეთი“ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს ზეწოლაში ადანაშალებს

19 დეკემბერი, 2005

ტელერადიოკომპანია ,,თრიალეთი“ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს ზეწოლაში ადანაშალებს

ტელერადიოკომპანია ,,თრიალეთი“ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიასთან დავაში საზოგადოების თანადგომას ითხოვს.

„თრიალეთი“ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიის თავმჯდომარის დიმიტრი ქიტოშვილის მხრიდან ზეწოლას განიცდის, ნათქვამია ტელერადიოკომპანია ,,თრიალეთის“ გენერალური დირექტორის ჯონი ნანეტაშვილის მიმართვაში, რომელიც 15 დეკემბერს გავრცელდა. ერთწლიანი დავა 34-ე სატელევიზიო არხის გამო მიმდინარეობს.

კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ, თავის დროზე, ვახტან აბაშიძის თავმჯდომარეობის დროს ეს არხი „თრიალეთს“ გადასცა. ქიტოშვილის თავმჯდომარეობის პერიოდში კი კომისიის ეს გადაწყვეტილება გაუქმდა, რის გამოც „თრიალეთმა“ სასამართლოში იჩივლა. დაპირისპირების ახალი მიზეზი გახდა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც სადავო 34-ე მეტრულ არხზე მაუწყებლობის უფლება სხვა კომპანიას, შპს „შიდა ქართლის ტელევიზიას“ მიეცა.

ჯონი ნანეტაშვილის განცხადებით, მარეგულირებელ კომისიას არ ჰქონდა „შიდა ქართლის ტელევიზიისთვის“ ლიცენზიის გაცემის უფლება სასამართლოს დასრულებამდე, რომელიც დღემდე გრძელდება.

მოსამართლეების გამოუცხადებლობის მიზეზით, პროცესი რამდენჯერმე გადაიდო, რითაც ისარგებლა ქიტოშვილმა და 34-ე მეტრულ არხი „შიდა ქართლის ტელევიზიას“ გადასცა, თვლის „თრიალეთის“ ხელმძღვანელი „თრიალეთი“ ამჟამად პირველ მეტრულ არხზე მაუწყებლობს და მისი ეთერი გორის გარდა, შიდა ქართლის მთელ რეგიონს, მათ შორის ცხინვალის კონფლიქტურ ზონასაც მოიცავს. ამავე გეოგრაფიულ ზონას ფარავს 34-ე მეტრული სატელევიზიო არხიც.

„თრიალეთი“, რომლის გადაცემების ხილვა დაახლოებით 450 ათას ადამიანს შეუძლია, ყოველივეს განიხილავს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად, რადგან ტელერადიოკომპანია ცდილობს სამართლიანად და ობიექტურად გააშუქოს რეგიონში მიმდინარე მოვლენები, ნათქვამია ნანეტაშვილის მიმართვაში. კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში „თრიალეთის“ გენდირექტორის ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებენ.

media.ge

ახალი ამბები