კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველო კორუფციის დონით 130-ე ადგილზე აღმოჩნდა

22 დეკემბერი, 2005

საქართველო კორუფციის დონით 130-ე ადგილზე აღმოჩნდა

 

თბილისი.20.12.05.მედიანიუსი. საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ტრანსფარენსი ინტერნეიშენელის” მიერ წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, 2005 წელს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში კორუფციის მინიმალური დონით ყველაზე საუკეთესო მაჩვენებელს ესტონეთმა (27 ადგილი), ლიტვამ (44 ადგილი) და ლატვიამ (51 ადგილი) მიაღწიეს.

 

“ტრანსფარენსი ინტერნეიშენელის” სიაში სომხეთი და მოლდოვა 88 ადგილს, ყაზახეთი და უკრაინა 107 ადგილს, რუსეთი 126-ე ადგილს, ხოლო საქართველო და ყირგიზეთი 130 ადგილს იკავებენ.

 

საზოგადოებრივი ორგანიზაციის სიაში აზერბაიჯანს და უზბეკეთს 137, ტაჯიკეთს 144, თურქმენეთს 155 ადგილი ერგოთ. ორგანიზაციის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ამ ქვეყნებში კორუფციის დონე უფრო მაღალია.

 

ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყნების პირველ ათეულში შევიდნენ ისლანდია, ფინეთი, ახალი ზელანდია, დანია, სინგაპური, შვედეთი, შვეიცარია, ნორვეგია, ავსტრალია, ავსტრია, ნიდერლანდები და დიდი ბრიტანეთი. ბოლო სამი ქვეყანა მე-10 ადგილს იკავებს.

 

აღნიშნულ რეიტინგში გერმანია 16-ე ადგილს, საფრანგეთი მე-18, იაპონია 21-ე, ესპანეთი 23-ე ისრაელი 28-ე იტალია 40-ე ბულგარეთი 55-ე, თურქეთი 65-ე, პოლონეთი 70-ე, ინდოეთი 88-ე, ერაყი კი 137-ე ადგილს იკავებს.

 

კორუფციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი არის ჩადში და ბანგლადესში. ამ ქვეყნებმა რეიტინგში ბოლო ადგილები გადაინაწილეს.


 

ახალი ამბები