კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზუგდიდელი მოვაჭრეები გუბერნატორისა და რაიონის გამგებლის გადადგომას ითხოვენ

23 დეკემბერი, 2005

ზუგდიდელი  მოვაჭრეები გუბერნატორისა და რაიონის გამგებლის გადადგომას ითხოვენ

ზუგდიდის რაიონის გამგეობის შენობის წინ დილიდან შეკრებილი მოვაჭრეები ხმაურიან აქციაზე რეგიონის გუბერნატორსა და ზუგდიდის გამგებელს საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობაში დებენ ბრალს და დაუყოვნებლივ მოითხოვენ მათ გადადგომას. აქციაზე თავმოყრილი 300-ზე მეტი მოვაჭრე აცხადებს, რომ მანამ არ დაიშლებიან, სანამ გამგეობა მის მიერ ხელახლა მიღებულ გადაწყვეტილებას, ბაზრის ცენტრალური ჭიშკრის დახურვის თაობაზე, არ გააუქმებს.

„ქუთაისის საოლქო სასამართლომ გამგეობის მიერ ბაზრის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ბათილად ცნო და მას 10 დღე მისცა ჭიშკრის გასაღებად. ჩვენც იმედი გვქონდა, რომ ახლა მაინც გადაწყდებოდა ეს პრობლემა. ეს ხალხის მთავრობა არ არის. ერთი საათია აქციას ვატარებთ, გზა გადაკეტილია, გამგეობის შენობა ბლოკირებულია  და ჩვენთან არავინ არ ჩამოსულა. არ არის გამორიცხული აქ მოსულმა პოლიციამ დაგვარბიოს, ეს ხომ მათ ბევრჯერ გააკეთეს“,- აცხადებს აქციის მონაწილე, მარინა ბულია.
      
გამგეობის იურისტის, სულხან აგუმავას განმარტებით, რაიონის გამგეობამ ადრე მიღებული გადაწყვეტილება შ.პ.ს. „სუპერმარკეტის“ ცენტრალური ჭიშკრის ჩაკეტვის შესახებ, საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, გაუქმებულად ცნო: „გამგეობამ ათი დღის შემდეგ, სამი დღის წინ, მოცემულ ვადაში  საგანგებო სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, ბაზრის  ცენტრალური ჭიშკრით სარგებლობის შეზღუდვის თაობაზე. მიზეზი კი ბაზრის წინ მდებარე რუსთაველის ქუჩაზე მიმდინერე და დაგეგმილი სამშენებლო- პროფილაქტიკური სამუშაოებია. ჩვენ კანონი გვაძლევს ასეთი გადაწყვეტილების მიღების უფლებას და ასევე კანონის ფარგლებში ვმოქმედებთ“.
       
გამგეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით უკმაყოფილონი არიან მოვაჭრეების ადვოკატებიც, რომლებიც მოვაჭრეებრთან ერთად არიან აქციაზე და მომდევნო სასამართლო პროცესზე ფიქრობენ.
      
აქცია ხმაურითა და პოლიციელებთან დაპირისპირებით, ძალიან დაძაბულ ფონზე მიმდინარეობს. სამართალდამცავები უპასუხოდ ტოვებენ კითხვას იმის შესახებ, თუ რას მოიმოქმედებენ იმ შემთხვევაში, თუ აქცია არ დაიშალა.  

მაია ღუბელაძე ზუგდიდიდან 

ახალი ამბები