კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წინასაახალწლო საჩუქრები არასრულწლოვან პატიმრებს

27 დეკემბერი, 2005

წინასაახალწლო საჩუქრები არასრულწლოვან პატიმრებს

25 დეკემბერს, იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის არასრუწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის”, “ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრ “ემპათიასა” და საერთაშორისო ორგანიზაცია “ციხის საერთაშორისი რეფორმის” წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომელთაც მსჯავრდებულებს წინასაახალწლოდ საჩუქრები მოუტანეს.

საჩუქრების ნაწილი ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ფონდის მიერაც იყო შეძენილი. არასრუწლოვანებისთვის წინასაახალწლო ნობათის მომზადებაში ასევე მონაწილეობდნენ კომპანია “ქოლგეითი”.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა არასრულწლოვან დამნაშავეებს ფერადი ტელევიზორი და კომპიუტერი გადასცა. დანარჩენ საჩუქრებს შორის იყო  საშობაო ნაძვის ხე, თბილი ტანსაცმელი, ჰიგიენური ნივთები, თეთრეული, პირსახოცები და სხვა.

არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულების დირექტორის ხათუნა ჯაპავას თქმით, დაწესებულებაში წინაასაახალწლო მზადება უკვე დაწყებულია. აქ მყოფი 19 მსჯავრდებული ნაძვის ხის მორთვა უკვე დაიწყეს.

 

ახალი ამბები