კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეზიდენტმა კანონიერ ქურდებთან ბრძოლის შესახებ კანონს მოაწერა ხელი

30 დეკემბერი, 2005

პრეზიდენტმა კანონიერ ქურდებთან ბრძოლის შესახებ კანონს მოაწერა ხელი

თბილისი.29.12.05.მედიანიუსი. დღეს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საზეიმოდ ხელი მოაწერა კანონს ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან და კანონიერ ქურდებთან ბრძოლის შესახებ.

ხელმოწერის პროცესს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე‚ საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა‚ რომ კანონი ორგანიზებულ და დანაშაულებრივ დაჯგუფებების ლიდერების დადგენისა და მათთვის ქონების ჩამორთმევის  საშუალებას იძლევა.

„შეიძლება ეს ხალხი პირადად არ სჩადის დანაშაულს‚ მაგრამ ორგანიზებას უკეთებს ყაჩაღობებს‚ გამოძალვებს‚ საქმის გარჩევებსა და მკვლელობებს. ასეთი ხალხის ვინაობა უნდა დადგინდეს‚ მათ უნდა ჩამოერთვათ ქონება და გადაეცეს სახელმწიფოს‚“ _ განაცხადა პრეზიდენტმა.

ასევე‚ პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას‚ რომელიც თბილისში ახალი ციხის აშენებას ითვალისწინებს.

ახალი ამბები