კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატიმრების მშობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

31 დეკემბერი, 2005

პატიმრების მშობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

თბილისი.30.12.05.მედიანიუსი. დღეს თბილისის პირველ საპყრობილესთან აქცია გამართეს პატიმრების მშობლებმა. მათი ინფორმაციით, მსჯავრდებულები სასტიკად არიან ნაცემნი, თუმცა, კარანტინის მომიზეზებით მათ სანახავად არც მშობლებს და არც ადვოკატებს არ უშვებენ. ზოგიერთი მშობელი პატიმრებისთვის მობილურის ჩამორთმევასაც აპროტესტებდა, რაც მათი თქმით, პატიმრების ოჯახთან დაკავშირების ერთადერთი საშუალებაა.

მშობლებმა დღესვე ახალი მოთხოვნა წამოაყენეს _ უკანონო პატიმრების გათავისუფლება. აქციის მონაწილეთა ნაწილის განცხადებით, მათი შვილები უკანონოდ არიან დაპატიმრებულნი. მშობლების აქციას დღეს ადვოკატები, ადამიანის უფლებათა დამცველი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და ლეიბორისტული პარტიის წევრებიც შეუერთდნენ.

პატიმრებისთვის თანაგრძნობის გამოსახატავად აქციაზე კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის _ სულხან მოლაშვილის ძმა _ თორნიკე მოლაშვილიც მივიდა. მისი თქმით, სულხანი ნაცემი არ არის, მაგრამ აქ ის სოლიდარობას სხვა პატიმრებს უცხადებს.

დღესვე, ლეიბორისტული პარტიის წევრმა ჯონდი ბაღათურიამ მასმედიის წარმომადგენლებს პოლიტიკური პარტიების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ადამიანის უფლებათა დამცველი ქართული და უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი პატიმრების მიმართვის ტექსტები დაურიგა. აქ ისინი აღნიშნავენ, რომ მათი შიმშილობის მიზეზი არის არა კანონიერი ქურდების დაცვა, არამედ სოციალური პირობების გაუმჯობესება. მიმართვაში ნათქვამია ისიც, რომ უხეშად ირღვევა პატიმრების უფლებები.

აქციამ პირველი საპყრობილიდან შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ გადაინაცვლა.

ახალი ამბები