მეტროს სადგურ “სამგორთან” სამი შეიარაღებული პირის ლიკვიდაცია მოხდა
თბილისი.13.01.06.მედიანიუსი. დღეს გამთენიისას, თბილისში, მეტროს სადგურ “სამგორთან” შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სპეცრაზმის მიერ ადგილზე ლიკვიდირებული იქნა სამი შეიარაღებული პირი.
სპეცოპერაციისას გამაფრთხილებელი გასროლის მიუხედავად, ბოროტმოქმედებმა პოლიციას შიარაღებული წინააღმდეგობა მაინც გაუწია და აღნიშნული ოპერაცია მათი ლიკვიდაციით დასრულდა.
წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნულ პირებს იმ დროისთვის დაგეგმილი ჰქონდათ პენიტენციარული სისტემის ერთ-ერთ დაწესებულებაზე შეიარაღებული თავდასხმა და მსჯავრდებულთათვის მასობრივ გაქცევაში ხელის შეწყობა.
საქმეს თბილისის პროკურატურა იძიებს.