კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასტიკად ნაცემი ჯარისკაცის საქმეზე მოკვლევა დაიწყო

13 იანვარი, 2006

სასტიკად ნაცემი ჯარისკაცის საქმეზე მოკვლევა დაიწყო

თბილისი.12.01.06.მედიანიუსი. ახალციხის სამხედრო ნაწილის საარტილერიო ბატალიონის რიგითი, სასტიკად ნაცემი ვალერი სარიშვილი მკურნალობის ინტენსიურ კურსს სამხედრო ჰოსპიტალში გადის. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით‚ აქ იგი 11 იანვარს გადაიყვანეს. მანამდე ის აკადემიკოს ოთარ ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში‚ ტვინის შერყევის დიაგნოზითა და სხვა დაზიანებებით იყო მოთავსებული.

სარიშვილის ადვოკატის განცხადებით‚ გასული წლის ნოემბერის ბოლოდან მოყოლებული‚ სამხედრო ნაწილში მომსახურე სხვა რიგითი ჯარისკაცები მას მუდმივად ჩაგრავდნენ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ამის შედეგად სარიშვილმა რამდენჯერმე დატოვა ნაწილი‚ თუმცა‚ მამისა და ოჯახის წევრების რჩევით‚ ის კვლავ ნაწილში ბრუნდებოდა. 8 იანვარს ფულის გამოძალვის მიზნით‚ იგი სცემეს და კისერზე დანა მიადეს. იმ შემთხვევაში‚ თუკი ე.წ. საერთო ხაზინისთვის (“ობშიაკისთვის”) სარიშვილი ოჯახიდან ფულს ვერ მიიღებდა‚ მოძალადეები ჩამოხრჩობით დაემუქრნენ.

ადვოკატის თქმით‚ რიგითის ცემის ფაქტს სამხედრო ნაწილის ოფიცერიც შეესწრო‚ თუმცა‚ მას მომხდარზე რეაგირება არ მოუხდენია და არც ინციდენტში ჩარეულა. ნაცემი სარიშვილი სამხედრო ნაწილიდან გაიქცა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი რიგითი უცნობმა პირებმა საავტომობილო გზაზე იპოვეს და ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.

სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა კლინიკაში იგი ცხელი ხაზით შესული ინფორმაციის საფუძველზე‚ 9 იანვარს მოინახულეს. როგორც სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ‚ გამოძიების მსვლელობას თვალყურს პირადად სახალხო დამცველი სოზარ სუბარი მიადევნებს.

ახალი ამბები