კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორელი რესპუბლიკელები შიდა ქართლის მხარის გუბერნატორის და რაიონის გამგებლის მოხსნას ითხოვენ

17 იანვარი, 2006

გორელი რესპუბლიკელები შიდა ქართლის მხარის გუბერნატორის და რაიონის გამგებლის მოხსნას ითხოვენ

დღეს რესპუბლიკური პარტიის გორის ორგანიზაციის წარმომადგენელმა შალვა ტლაშაძემ პრესკონფერენცია გამართა. შალვა ტლაშაძე საჯარო ინფორმაციის დაბლოკასთვან დაკავშირებით უჩივის გორის რაიონის გამგებელს - ნუკრი პაპუნაშვილს.

ტლაშაძე ამბობს, რომ მან რაიონის გამგებელს ჯერ კიდევ გასული წლის 19 დეკემბერს მიმართა განცხადებით, თუმცა ამ ხნის განმვალობაში ჯერ პასუხი არ მიუღიათ. „ხელისუფლებამ ძველ წელს არ გაატანა ის ცოდვები, რაც მას გააჩნდა, თუმცა მაინც ძველ გზას აგრძელებენ“,- აცხადებენ გორელი რესპუბლიკელები.
 
რესპუბიკელები ითხოვდნენ იმ დოკუმენტებს, რომლითაც ხელმძღვანელობს გორის რაიონის გამგეობა. ასევე აინტერესებდათ თუ რამდენი საჯარო ინფორმაცია გასცა რაიონის გამგეობამ. რესპუბლიკელების ინფორმაციით, რაიონის გამგეობიდან გაცემულია მხოლოდ 31 საჯარო ინფორმაცია მაშინ, როდესაც მოქალაქეთა ასეთი რაოდენობის განცხადება ერთ თვეში შედის. შალვა ტლაშაძე ითხოვს დადგეს რაიონის გამგებელ ნუკრი პაპუნაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი, ასევე მხარის რწმუნებულ მიხეილ ქარელის პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან რაიონის გამგეობის მსგავსად სამხარეო ადმინისტრაციაც მალავს საჯარო ინფორმაციას.
გამგეობაში კომენტარს არ აკეთებენ.

საბა წიწიკაშვილი გორიდან

ახალი ამბები