კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზუგდიდის საოლქო პროკურატურასთან დაზარალებული შიმშილობს

26 იანვარი, 2006

 ზუგდიდის საოლქო პროკურატურასთან დაზარალებული შიმშილობს

ზუგდიდის საოლქო პროკურატურის შენობის წინ 29 წლის გოდერძი ჭილაია კომპანია „ექსპრეს სერვისის“ წინააღმდეგ აღძრული სისიხლის სამართლის საქმის გამოძიების დაჩქარების მოთხოვნით შიმშილობს.

ჭილაია გამომძიებელ რევაზ თორდიას ძიების პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებასა და კომპანიის ხელმძღვანელებისაგან ქრთამის აღებაში ადანაშაულებს: „თავდაპირველად, როცა თორდია საქმის ვითარებას გაეცნო, შემპირდა, რომ ამ საქმეს ხუთ დღეში გახსნიდა. „ექსპრეს სერვისის“ გენერალურ დირექტორთან, იური ნოზაძესთან შეხვედრის შემდეგ გამოძიება ადგილიდან არ დაძრულა. საქმე იმაშია, რომ ნოზაძე „ქართუ ბანკის“ გენერალური დირექტორის, ბიძინა ივანიშვილის სიძეა და ის მფარველობს. ხუთი თვეა საქმე ძიებაშია და ვხვდები, რომ ლოდინი და შიმშილობა აქ გაშლილ კარავში დიდხანს მომიწევს“, - აცხადებს დაზარალებული.

რევაზ თორდია კატეგორიულად უარყოფს დაზარალებულის განცხადებებს და ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ დაზარალებულთან არანაირი საუბარი არ ჰქონია. მეტიც, ამტკიცებს, რომ მას საერთოდ არ იცნობს.

გოდერძი ჭილაიამ საწარმოო ტრამვა თხილის გადამამუშავებელ საამქრო „ექსპრეს სერვისში“  2004 წელს მიიღო. სახელმწიფო საზედამხედველო ორგანოს წარმომადგენლის, ჯამბულ წიფურიას მიერ უბედური შემთხვევის გამოკვლევის შედეგებიდან ირკვევა, რომ ტრამვის მიზეზი წარმოებაში დამონტაჟებული კუსტარულად დამზადებული ტექნიკა, გაუმართავი დანადგარებით ექსპლუატაცია და უსაფრთხოების წესების დაუცველობაა.

კომპანიის მიერ დაზარალებულის მკურნალობა და ერთი ოპერაცია დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმის გამო არასაკმარისი აღმოჩნდა. შემდგომ მკურნალობასა და მეორე ოპერაციის ხარჯების დაფარვაზე კი დაზარალებულის განცხადებით, კომპანიის დირექტორი, იური ნოზაძე კატეგორიულ უარს აცხადებს.

ამ დროისათვის გოდერძი ჭილაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ექიმების განმარტებით, მან სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს აქცია, რადგან მის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე ემუქრება.

მაია ღუბელაძე ზუგდიდიდან

ახალი ამბები