კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურჯაანის პოლიციამ მოგუნდავე ბავშვები „დუბინკებით“ დაარბია

27 იანვარი, 2006

გურჯაანის პოლიციამ მოგუნდავე ბავშვები „დუბინკებით“ დაარბია

გუშინ, 2006 წლის 26 იანვარს, დაახლოებით 16:30 სთ. ქ. გურჯაანში, ნონეშვილის გამზირზე, გურჯაანის რაიონის გამგეობის შენობის წინ თოვლით მოგუნდავე ბავშვები და ახალგაზრდები რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა, გუნდაობის შეწყვეტის მოთხოვნის შემდეგ ე.წ. „დუბინკებით“ სასტიკად სცემეს და დაარბიეს.

ერთ-ერთ ახალგაზრდას (და როგორც მოგვიანებით გავარკვიეთ არა მარტო მას), პოლიციის ფორმიანმა შეიარაღებულმა თანამშრომლებმა ფიზიკური ძალადობის დროს, წელს ზემოთ ტანსაცმელი შემოახიეს და „დუბინკებით“ ისე ურტყეს (მათ შორის თავშიც), რომ ნაცემი ახალგაზრდა რამდენიმე წუთით უგონოდაც იყო.

პოლიციელებმა ახალგაზრდები, ასევე ძალის გამოყენებით და ფიზიკური ძალადობით პოლიციაში „წაათრიეს“, თუმცა პოლიციის შენობის ეზოსთან, ახალგაზრდები პოლიციელებს გაექცნენ.

გურჯაანის პოლიციის გამომძიებელმა ბესო შაიშმელაშვილმა ადგილზე მისულ კორესპონდენტზეც იწია მას შემდეგ, რაც მან პოლიციელთა უკანონობაზე მიუთითა. ქალაქ გურჯაანის გამგებელის ალექსანდრე სირბილაშვილის ჩარევის შედეგად სიტუაცია განიმუხტა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბესო შაიშმელაშვილი სხვა დროსაც არის მხილებული ასეთ უკანონო ქმედებებში, თუმცა მას პასუხს არავინ სთხოვს.
 
გურჯაანის პოლიციის უფროსი არჩილ ბოჟაძე მომხდარის თაობაზე ჩვენთან საუბარში კომენტარს არ აკეთებს, ამის მიზეზად კი აღნიშნული ინფორმაციის უქონლობას ასახელებს. თუმცა, პოლიციის თანამშრომლები ამბობენ, რომ ბავშვების დასაშლელად სწორედ მისი დავალებით გავიდნენ.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები