კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველის აპარატი მიხეილ ქარელის ფოტოების ცენზურას აპროტესტებს

1 თებერვალი, 2006

  სახალხო დამცველის აპარატი მიხეილ ქარელის ფოტოების ცენზურას აპროტესტებს

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ხელმძღვანელი შიდა ქართლში გამომავალი გაზეთების რედაქტორებს შეხვდა. შეხვედრის ოფიციალურ
მიზეზს წარმოადგენდა მიხეილ ქარელისა და პრესის წარმომადგენლების დაახლოება და ურთიერთობის შემდგომი გაღრმავება.

შეხვედრის დროს პრესსამსახურმა გაზეთების რედაქტორებს მოსთხოვა, რომ მიხეილ ქარელის ფოტოსურათების გამოქვეყნების დროს გაითვალისწინონ პრესსამსახურის აზრი, ხოლო თუ კარგი ფოტოარქივი არ გააჩნიათ გაზეთებს, პრესსამსახური მიხეილ ქარელის ფოტოებს თავად მიაწვდიდა გაზეთებს.

თინიკო ვაჩაძე: (გაზეთ „თრიალეთის“ რედაქტორი) – „მე პრესსამსახურის ხელმძღვანელს ვუთხარი, რომ საუკეთესო ფოტო არქივი გაგვაჩნია და მიხეილ ქარელის ფოტოების ნაკლებობას არ განვიცდით, რაზეც პრესსამსახურმა გვითხრა, რომ ეს საკითხი ძირითადად სახელმწიფო პრესის წარმომადგენლებს ეხებოდათ.“

მიხეილ ქარელის ფოტოების ცენზურას სახალხო დამცველის აპარატი გამოეხმაურა. სოზარ სუბარის უწყების წარმომადგენლები გორში ჩასვლას და რედაქტორებთან შეხვედრას აპირებენ. მათი განცხადებით, მნიშვნელობა არა აქვს თუ ვის მოსთხოვა შეთანხმება რწმუნებულის პრესსამსახურმა ფოტოების გამოქვეყნებისთვის.

საბა წიწიკაშვილი გორიდან

ახალი ამბები