კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აჭარის ტელევიზიის რეორგანიზაციას თანამშრომლები უკანონოდ მიიჩნევენ

3 თებერვალი, 2006

 აჭარის ტელევიზიის რეორგანიზაციას თანამშრომლები უკანონოდ მიიჩნევენ

აჭარის ტელევიზიის მორიგი რეორგანიზაციის შედეგად 22 შტატი გაუქმდა. დათხოვნილი თანამშრომლები თვლიან, რომ ტელევიზიის ხელმძღვანელმა მხოლოდ მისთვის არასასურველი თანამშრომლები გაათავისუფლა.

რეორგანიზაციის შედეგად მარკეტინგისა და საავტორო შემოქმედების სამსახურის შერწყმა მოხდა, რის შედეგადაც გაუქმდა საავტორო გადაცემები.

„არ შეიძლება გადაცემები კვლევების გარეშე დახურო. ევგენი თავდგირიძემ თავისი სურვილით გადაარჩია გადაცემები“, _ აცხადებს საავტორო გადაცემა „დებატების“ ავტორი, ჟურნალისტი ნათია სირაბიძე.

გათავისუფლებული თანამშრომლების თქმით, გაუქმებული განყოფილებებიდან სხვა განყოფილებებში მხოლოდ სამსახური გარკვეულ კატეგორიას გამოუნახეს.

„საავტორო პროექტები და მარკეტინგის სამსახური გააუქმეს. გათავისუფლებულთაგან მხოლოდ იმათ გამოუნახეს სამსახური, ვინც ხელმძღვანელთან ახლო ურთიერთობა აქვთ. მე სასამართლოში ვაპირებ სარჩელის შეტანას“,_ აცხადებს მარკეტინგის სამსახურის თანამშრომელი ირმა ზოიძე.

ტელევიზიის ხელმძღვანელი ევგენი თავდგირიძის განცხადებით, გათავისუფლებისას კადრების შერჩევა მისი სურვილით არ მომხდარა: „ყოველთვის იტყვიან ასეთ რამეებს და ეს არც მაწუხებს. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს დიზაინერ-გრაფიკოსთან, რამაზ ურუშაძესთან, მაგრამ ეს ადგილიც გავაუქმეთ“.

მაკა მალაყმაძე ბათუმიდან

ახალი ამბები