პატიმარი ბადრაგს საავადმყოფოდან გაეპარა
ზურაბ დუმბაძე c ჰეპატიტით ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში 12 იანვარს მოათავსეს. ბადრაგის 4 წევრი პატიმართან ერთად მუდმივად პალატაში იმყოფებოდა. თუმცა, დუმბაძემ 31 იანვრის ღამით სამედიცინო დაწესებულების უკანა კარებიდან გაქცევა მაინც მოახერხა.
ზურაბ დუმბაძეს 2 წლის წინ მოქალაქე მიქელაძის განზრახ მკვლელობისთვის 11 წელი და 6 თვე მიუსაჯეს. ბათუმის #3 საპყრობილის უფროსის მოადგილის, იური დირვალიანის განცხადებით, პატიმარ დუმბაძის ქუთაისში გადაყვანას აპირებდნენ.
ბადრაგის 4 წევრი დაპატიმრებულია და საქმე სამსახურეობრივი გულგრილობის მუხლით არის აღძრული.
მაკა მალაყმაძე ბათუმიდან