კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრესის ჯიხურები დაიხურა

8 თებერვალი, 2006

პრესის ჯიხურები დაიხურა

თბილისი.08.02.06.მედიანიუსი. ჟურნალ-გაზეთების გამავრცელებელმა ორგანიზაციებმა პრესის ჯიხურები დახურეს. საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, სალარო აპარატების სავალდებულო გამოყენებისგან გათავისუფლდა პრესის გამავრცელებელი ზოგიერთი წერტილი _ სტენდები და მაგიდები. აღნიშნული ცვლილება არ შეხებია ჟურნალ-გაზეთების ჯიხურებს.

როგორც „მედიანიუსს“ პრესის გამავრცელებელი ორგანიზაციის „მაცნეს“ დირექტორმა შალვა ოქრუაშვილმა განუცხადა, ჯიხურები მანამდე იქნება დახურული, ვიდრე კანონში დამატებითი ცვლილებები არ შევა. „საგადასახადო კოდექსში შეტანილმა ცვლილებამ პრესის გამავრცელებელ მსხვილ ორგანიზაციებს დამატებითი ხარჯები მოგვიტანა. სალარო-აპარატების შეძენა და მომსახურე პერსონალისთვის სასწავლო კურსის ჩატარება 300 ლარამდე ღირს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ერთ ორგანიზაციას 200-მდე ჯიხური აქვს, ხარჯი საკმაოდ დიდი გამოდის. ამიტომ ჩვენს მუშაობას აზრი აღარ აქვს. ჩვენი სურვილია, კანონში შევიდეს დამატებითი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც სალარო აპარატებისგან პრესის ჯიხურებიც გათავისუფლდებიან“, _ განუცხადა “მედიანიუსს” შალვა ოქრუაშვილმა.

პრესის გამავრცელებელმა ორგანიზაციებმა კანონში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით საქართველოს პარლამენტს და პრემიერ-მინისტრს ზურაბ ნოღაიდელს ორშაბათს წერილობით მიმართეს.

ახალი ამბები