კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამართალდამცავებს რუსი ჟურნალისტები ჰყავდათ დაკავებული

14 თებერვალი, 2006

სამართალდამცავებს რუსი ჟურნალისტები ჰყავდათ დაკავებული

ქართულ პოლიციას რამდენიმე საათის განმავლობაში დაკავებული ჰყავდა რუსეთის ტელეკომპანია Ren-TV-ის ჟურნალისტები, რომლებიც მდინარე ენგურზე არასანქცირებულ გადაღებებს აწარმოებდნენ.

ჟურნალისტები სერგეი შკვარინინი, ანდრეი კუზმინი და იგორ სახაროვი შინაგან საქმეთა სამინისტროს სწრაფი რეაგირების რაზმის ბლოკ-პოსტზე დააკავეს.

11 თებერვალს, ჟურნალისტები, მატარებლით ზუგდიდიდან თბილისში  გადაიყვანეს იმის გასარკვევად, არიან თუ არა ისინი მართლაც  ტელეკომპანია Ren-TV-ის თანამშრომლები. მას შემდეგ რაც,  რუსულმა ტელეარხმა დაადასტურა ეს ფაქტი, ჟურნალისტები გაათავისუფლეს.

Ren-TV-ის ინფორმაციით, ტელეჟურნალისტები 12 დღე  იმყოფებოდნენ აფხაზეთში, საიდანაც სამეგრელოში გადავიდნენ და აქ მოხდა მათი დაკავებაც.
ჟურნალისტები, აფხაზეთში 1992-93 წლებში მომხდარი საომარი დაპირისპირების თაობაზე, დოკუმენტური ფილმის გადასაღებად არიან ჩასული საქართველოში. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რუს ჟურნალისტებს არ ჰქონდათ აკრედიტაცია და გადაღების ნებართვა. ქართულმა მხარემ დაუბრუნა ჟურნალისტებს ვიდეოკამერები და კასეტები, მაგრამ რამდენიმე მათგანზე წაშლილი სტრატეგიული ობიექტებისა და სწრაფი რეაგირების ძალების საკონტროლო-გამშვები პუნქტების კადრები.

Media.ge

ახალი ამბები