კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აფხაზურმა მილიციამ 25 წლის ქართველი მოკლა

15 თებერვალი, 2006

აფხაზურმა მილიციამ 25 წლის ქართველი მოკლა

გალი.15.02.06.მედიანიუსი. გალის რაიონის სოფელ განახლებში აფხაზურმა მილიციამ ქუჩაში მოსიარულე ორ ქართველ ახალგაზრდას ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა. გასროლის შედეგად 25 წლის მანუჩარ ფირცხალავა დაიღუპა, _ ამის შესახებ „მედიანიუსს“ ქართული მხარის სამხედრო დამკვირვებელმა ვალერი ჯაფარიძემ განუცხადა.

ვალერი ჯაფარიძე ინციდენტის დეტალებს არკვევს, თუმცა მის ხელთ არსებული წინასწარი მონაცემებით, მანუჩარ ფირცხალავასა და მის მამიდაშვილს აფხაზურმა მილიციამ ცეცხლი უმიზეზოდ გაუხსნა. „ვაპირებ, საქმის გამოძიებაში ოთხმხრივი საგამოძიებო ჯგუფი ჩავრთო“ - აცხადებს ვალერი ჯაფარიძე.

ახალი ამბები