კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხელისუფლებას პატიმართა უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ

15 თებერვალი, 2006

ხელისუფლებას პატიმართა უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ

თბილისი.13.02.06.მედიანიუსი. ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი ადვოკატები ხელისუფლებას პენიტენციარულ სისტემაში შექმნილი მძიმე სოციალური პირობების და პატიმართა წამების ფაქტების გამო აკრიტიკებენ.

“ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის ულებებისათვის”, “ადამიანის უფლებების საინფორმაციო-სადოკუმენტაციო ცენტრი”, “თანასწორობის ინსტიტუტი”, დამოუკიდებელი ადვოკატები და ე.წ. მეამბოხე მოსამართლეები სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში პატიმრების ცემის, წამების, გაშიშვლების, ლანძღვა-გინების და სხვა ფორმის შეურაცხყოფაზე დღეს სასტუმრო “თბილისი-მარიოტში”  საუბრობდნენ. “ხელისუფლების შტოები პატიმრებს ადვოკატთან განმარტოების საშუალებასაც არ აძლევენ. ყველანაირი კანონის იგნორირებით, ხელისუფლება ოფიციალურად უთვალთვალებს და უსმენს პატიმრისა და ადვოკატის კონფიდენციალურ შეხვედრებს. თავისუფლება შეზღუდულ ადამიანს ხელისუფლება გარესამყაროსთან მაქსიმალურად უზღუდავს კავშირს, უარს აცხადებს, დაურიგოს პატიმრებს ჰიგიენური საშუალებები. ამ ყველაფერს კი კანონიერებისთვის ბრძოლას და დანაშაულის აღკვეთის მექანიზმებს უწოდებენ”, - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის” ხელმძღვანელმა ნანა კაკაბაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პენიცენციარული სისტემა რეალურად არა იუსტიციის სამინისტროს, არამედ შსს-ის დაქვემდებარებაშია. ისინი ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო აქციების მოწყობას გეგმავენ.

ახალი ამბები