კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ორი ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ვანო მერაბიშვილი ორდენით აჯილდოვებს

16 თებერვალი, 2006

ორი ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ვანო მერაბიშვილი ორდენით აჯილდოვებს

დღეს ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრმა გამართა პრესკონფერენცია თემაზე „ორი ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ვანო მერაბიშვილი ორდენით აჯილდოვებს“.

რევოლუციის წინა დღეს, 2003 წლის 22 ნოემბერს ქვემო ფონიჭალაში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დავით საყვარელიძე და ეთერ წულიაშვილი გარდაიცვალნენ. მათ ავტომობილის საწინააღმდეგო მიმართულებით მომავალი საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ცენტრის სწრაფი რეაგირების სამმართველოს “დ” დანაყოფის დაქვემდებარებაში მყოფი სპეციალური სატრანსპორტო საშუალება “ჯტრ”-ი #004 შეეჯახა, რომელსაც აღნიშნული დანაყოფის ჯავშანტექნიკის ჯგუფის მძღოლი მექანიკოსი ავთანდილ მამალაძე მართავდა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, 2003 წლის 23 ნოემბერს საქართველოს შ.ს. სამინისტროს ქ. თბილისის საგამოძიებო სამმართველოში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე დ.გ. სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით.

2003 წლის 27 ნოემბერს მოცემული საქმე ქვემდებარეობით გადაეცა ქ. თბილისის რეგიონის სამხედრო პროკურატურას წარმოებაში.

საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 19 აპრილის დადგენილებით, საქართველოს სსსკ-ის 56-ე მუხლის მეორე ნაწილის “ლ” პუნქტის საფუძველზე, საქმეზე შემდგომი გამოძიების ჩატარება დაევალა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს და საქმეს მიენიჭა ახალი სარეგისტრაციო ნომერი. „მრავლობითი გადაცემის ფაქტები და ახალ-ახალი გამომძიებლების ჩართვა ეჭვს იწვევს, რომ ხელოვნურად ხდება საქმის გაჭიანურება“, - აცხადებს ადვოკატი დავით მანაგაძე და სამართალდამცავ ორგანოებს გულგრილობაში ადანაშაულებს.

არსებული უტყუარი მტკიცებულებების მიუხედავად, ფაქტის გამოძიება ამ დროისათვისაც შეჩერებულია და არსებობს საქმის კიდევ ერთხელ დახურვის საშიშროებაც.

დაზარალებული მარიამ საყვარელიძე შვილისა და დის მკვლელობაში ეჭვმიტანილის დასჯას კატეგორიულად მოითხოვს. “სამწუხაროდ შეჯახების შემდეგ, ორი წლის თავზე, 2005 წლის 18 ნოემბერს საინფორმაციო საშუალებებით (“კურიერი”, რუსთავი 2) ჩემთვის გახდა ცნობილი, რომ შსს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა  ჩემი შვილის და ჩემი დის მკვლელი ორჭიდში გამარჯვებისათვის ორდენით დააჯილდოვა; და ალბათ ორჭიდში გამარჯვებაში ჩემთან ბრძოლის მოგებას გულისხმობენ”, - აცხადებს დაზარალებული მარიამ საყვარელიძე.

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი შეშფოთებას გამოთქვამს გამოძიების გაჭიანურების გამო და საზოგადოებას და შესაბამის სტრუქტურებს სასწრაფო რეაგირებისაკენ მოუწოდებს.

ახალი ამბები