კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოში ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი მხოლოდ ნაწილობრივ გაუმჯობესდა

17 თებერვალი, 2006

საქართველოში ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი მხოლოდ ნაწილობრივ გაუმჯობესდა

თბილისი.16.02.06.მედიანიუსი. დამოუკიდებელი კვლევითი და საგანმანათლებლო ამერიკული ინსტიტუტის‚ “Heritage Foundation” შეფასებით‚ “ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის” მიხედვით‚ საქართველო 2006 წელს „შედარებით თავისუფალი” ქვეყნების კატეგორიაში აღმოჩნდა. 2005 წელს კი იგი „შედარებით არათავისუფალი“ ქვეყნების ნუსხაში ირიცხებოდა. `ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის განსაზღვრაში ინსტიტუტი ეყრდნობა ქვეყნის მთავრობის‚ მსოფლიო ბანკის‚ სავალუტო ფონდისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებს. ინდექსი 4 კატეგორიად იყოფა: „თავისუფალი“‚ „შედარებით თავისუფალი“‚ „შედარებით არათავისუფალი“ და „არათავისუფალი“.

ეკონომიკური თავისუფლების საკითხებზე დღეს საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციაშიც იმსჯელეს. “Heritage Foundation” -ის ხელმძღვანელი მარკ მაილსი აქ საქართველოს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებსა და ექსპერტებს შეხვდა.

როგორც დღევანდელ შეხვედრაზე აღინიშნა‚ “Heritage Foundation”  მსოფლიოს კვლევით ინსტიტუტებს შორის ცნობილი ორგანიზაციაა. მის მონაცემებს ეყრდნობიან‚ როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები და სახელმწიფო მოხელეები‚ ისე მეცნიერები და ბიზნესმენები. შესაბამისად‚ ამ ორგანიზაციის მხრიდან საქართველოს ეკონომიკური წინსვლის აღიარება ქვეყნის იმიჯს ამაღლებს და საერთაშორისო არენაზე მისით დაინტერესებასაც ზრდის.

ახალი ამბები