კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა კონტრაბანდისტები სცემეს

21 თებერვალი, 2006

ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა კონტრაბანდისტები სცემეს

გორის საავადმყოფოში,  19 თებერვალს, ფინანსური პოლიციის თანამშრომლების მიერ ნაცემი ორი პიროვნება - ქარელის რაიონის სოფელ დრიბში მცხოვრები ტრისტან მუშკიაშვილი და ნიკო გულდიაშვილი მიიყვანეს. ორივე მათგანს თავის არეში დაჟეჟილობები და ტვინის შერყევა აღენიშნება. როგორც „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრისთვის“  გახდა ცნობილი, აღნიშნული პიროვნებები ფინანსური პოლიციის მიერ 19 თებერველს ქარელის რაიონის სოფელ დირბში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად აყვანილი 10 კაციანი ჯგუფის წევრები არიან. გორის სასამართლოს მოსამართლე ბონდო ვათიაშვილმა ყველა მათგანს პატიმრობა შეუფარდა. პატიმრობა შეფარდებულთაგან ორი ჯერ-ჯერობით გორის საავადმყოფოში ჭრილობებს იშუშებს. მათ გაძლიერებული ბადრაგი იცავს.

ფინანსური პოლიციის უფროსი ზურაბ არსოშვილი აცხადებს, რომ დაკავებულებს 70 000 ლარის ღირებულების უაქციზო სიგარეტი აღმოაჩნდათ. სოფელი დირბი ოსური სოფლების გარემოცვაში მდებარეობს.

საბა წიწიკაშვილი გორიდან

ახალი ამბები