კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბოლნისელები სასმელ წყალს ითხოვენ

21 თებერვალი, 2006

ბოლნისელები სასმელ წყალს ითხოვენ

ბოლნისი.19.02.06.მედიანიუსი. დღეს ბოლნისში ადგილობრივმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები ბოლნისის გამგებლისაგან გიორგი არევაძე ელექტროენერგიის მიწოდებას და სუფთა წყლით მომარაგებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეთა განცხადებით‚ მათ დაბინძურებული წყალი მიეწოდებათ. საპროტესტო აქციას კონსერვატორთა ლიდერი კობა დავითაშვილიც დაესწრო.

როგორც დავითაშვილმა „მედიანიუსს“ განუცხადა‚ ბოლნისში სრული უკანონობა სუფევს. „მოსახლეობა იხდის ელექტროენერგიის გადასახადს და ამის მიუხედავად, დენი მაინც არ მიეწოდებათ. ეს დანაშაულია. ასევე ცნობილია‚ რომ ადგილობრივი ხელისუფლება ყველანაირად ზღუდავს საპროტესტო აქციების ჩატარებას და ამაზე სისხლის სამართლის უკანონო საქმეებიცაა აღძრული“‚ _ განაცხადა დავითაშვილმა.

ახალი ამბები