კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გადაცემა ,,60 წუთის“ სარჩელს განუხილველობის ერთი წელი უსრულდება

23 თებერვალი, 2006

 გადაცემა ,,60 წუთის“ სარჩელს განუხილველობის ერთი წელი უსრულდება

გადაცემა ,,60 წუთის“ ჟურნალისტის ნანა ბიგანიშვილის სარჩელი შიდა ქართლის გუბერნატორის მიხეილ ქარელის წინააღმდეგ განსახილველად გორის სასამართლოში დაბრუნდა. თითქმის ერთი წელია ჟურნალისტ ნანა ბიგანიშვილის განცხადებამ გორის სასამართლოდან მართლმსაჯულების ყველა ინსტანცია მოიარა, ოღონდ სხვებისგან იმ განსხვავებით, რომ ყველგან თავი აარიდეს მის განხილვას. ჟურნალისტი ნანა ბიგანიშვილი მიხეილ ქარელს საჯარო ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს და ითხოვს ყველა იმ პირის დასჯას, რომლებიც მიხეილ ქარელის ფონდის შესახებ არსებულ ინფორმაციას ერთი წელია მალავს, მათ შორის გუბერნატორისაც.

გასულ წელს გორის სასამართლოში შეტანილი განცხადება გორელი მოსამართლეების მიერ აცილებულ იქნა და „ქვემდებარეობის პრინციპით“ თბილისის საქალაქო  სასამართლოში გადაგზავნეს, რადგან საჩივრის ავტორი თბილისის მაცხოვრებელია. თბილისის საქალაქო სასამართლოდან ჟურნალისტის განცხადება უზენაეს სასამართლოში გადაგზავნეს. ორი დღის წინ კი უზენაესი სასამართლოდან განცხადება კვლავ გორის სასამართლოში დააბრუნეს. გორის სასამართლოს თავმჯდომარის ბონდო ვათიაშვილის განცხადებით, უზენაეს სასამართლოდან დაბრუნებული განცხადების განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოს, ამ შემთხვევაში რაიონული სასამართლოების განსახილველია.

ბონდო ვათიაშვილი: ,,თავდაპირველად, პრეზიდენტის რწმუნებულების გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული ყველა განცხადებების განხილვა ძირითადად საოლქო სასამართლოს სააპელაციო კოლეგიის ფუნქციებში შედიოდა. ამჯერად, კანონში მიღებული ცვლილებებით, ყველა განცხადებამ განხილვა I ინსტანციაში, რაიონულ სასამართლოებში უნდა გაიაროს.“

უფრო მეტიც, გორში დაბრუნებულ ,,60 წუთის“ საჩივართან დაკავშირებით, რწმუნებულის აპარატის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გია ამაშუკელმა უარი თქვა რწმუნებულის ინტერესების დაცვაზე.

საბა წიწიკაშვილი გორიდან

ახალი ამბები