კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გალის რაიონში აფხაზები გააქტიურდნენ

23 თებერვალი, 2006

გალის რაიონში აფხაზები გააქტიურდნენ

ორი დღეა გალის რაიონის ე. წ.  დაბალი ზონის სოფლებში აფხაზური მილიცია ქართველი კრიმინალების ძებნის მოტივით რეიდს აწარმოებს. შეიარაღებული ნიღბიანები ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე შედიან მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებში და ჩხრეკას აწარმოებენ. საეჭვო პირებად მიჩნეული ოთხი ქართველი აფხაზმა მილიციელებმა გუშინვე დააკავეს სოფელ გაგიდაში, წარჩესა და პაპაშღალში.

დაკავებულები მეორე დილით გაათავისუფლეს. მათი განცხადებით, ისინი მთელი ღამის განმავლობაში გალის მილიციაში იმყოფებოდნენ და მათთან დაკითხვაზე მყოფი მილიციელები მათგან სოფლებში კრიმინალური დაჯგუფების არსებობის დადასტურებას ითხოვდნენ. მოსახლეობის განცხადებით, აფხაზები „წმენდას“ რამდენიმე სოფელში ერთდროულად აწარმოებენ და  განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან.

მაია ღუბელაძე ზუგდიდიდან

ახალი ამბები