კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნანა კაკაბაძე: საქართველო ევროსაბჭოს მოთხოვნას არ ასრულებს

24 თებერვალი, 2006

ნანა კაკაბაძე: საქართველო ევროსაბჭოს მოთხოვნას არ ასრულებს

თბილისი.24.02.06.მედიანიუსი. არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის” ოფისში გაიმართა პრესკონფერენცია, თემაზე: “წამება და არაადამიანური ღირსებების შემლახავი მოპყრობა საქართველოს ციხეებში და ევროსაბჭოს შეფასებები”. პრესკონფერნციაში ადვოკატები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

“საქართველოს ციხეებში პატიმართა წამებისა და მათ მიმართ არაადამიანური‚ ღირსების შემლახველი მოპყრობის   მასობრივი შემთხვევებია გამოვლენილი‚” - განაცხადა “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის” თავმჯდომარემ ნანა კაკაბაძემ.

მისივე თქმით‚ დღეს საქართველოში უფლებადაცვით სფეროში არსებული მდგომარეობა კატასტროფულია. სამწუხაროდ, პირველად ჩვენს ქვეყანაში‚ უფლებადამცველთა საქმიანობაში პრიორიტეტულია არა მოქალაქეთა უფლებების შელახვის კონკრეტული ფაქტების აღმოფხვრა‚ არამედ მასობრივი დარღვევებისა და მათი გამომწვევი მიზეზების ანალიზი და საერთო მდგომარეობის შეცვლისათვის ბრძოლა.

ნანა კაკაბაძის განცხადებით‚ საქართველოს ხელისუფლება‚ ევროსაბჭოს 46 ქვეყნიდან ერთ-ერთია‚ რომელმაც ევროსაბჭოს კონვენცია და მათი ხელმძღვანელთა მოთხოვნა წამების საწინააღმდეგოდ მიღებულ ღონისძიებათა შესახებ‚ საერთოდ უპასუხოდ დატოვა. სამწუხაროდ, უგულებელყოფილია ევროსაბჭოს ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა‚ სასჯელაღსრულების დაწესებულებების‚ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში ყოფნის დაუშვებლობის შესახებ.

როგორც მწერალმა ირაკლი კაკაბაძემ განაცხადა‚ დროა, ბოლო მოეღოს საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევისა და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებს. შეწყდეს სახელმწიფო ტერორი‚ რათა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ჰქონდეთ თავისუფლად გადაადგილების საშუალება და უშიშროების გარანტიები. “ჩვენ საქმე გვაქვს სახელმწიფოს მიერ სანქცირებულ ადამიანის წამებისა და მათი უფლებების დარღვევასთან‚” - აცხადებს ირაკლი კაკაბაძე.

ახალი ამბები