კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნესტან კირთაძე: უმაღლესი სასწავლებლებიდან 50 წელს გადაცილებული თანამშრომლები სამსახურებიდან გათავისუფლდებიან

24 თებერვალი, 2006

ნესტან კირთაძე: უმაღლესი სასწავლებლებიდან 50 წელს გადაცილებული თანამშრომლები სამსახურებიდან გათავისუფლდებიან

თბილისი.22.02.06.მედიანიუსი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ლეიბორისტული პარტიის წევრის ნესტან კირთაძის ინფორმაციით, განათლების მინისტრის ბრძანებულებით უმაღლესი სასწავლებლების 50 წელს გადაცილებული თანამშრომლები სამსახურებიდან გათავისუფლდებიან. „გუშინ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა კახაბერ ლომაიამ გასცა ბრძანება, რომლის შესაბამისადაც უმაღლესი სასწავლებლებიდან გათავისუფლდებიან 50 წელს ზემოთ ასაკში მყოფი პროფესორ-მასწავლებლები. ეს იმას ნიშნავს რომ უნივერსიტეტში დაწყებული წმენდა დასრულდება, უნივერსიტეტი თავის ფუნქციონალურ დანიშნულებას დაკარგავს და გადავა საშუალო ტიპის სასწავლო დაწესებულებებად“, - განაცხადა პროფესორმა ნესტან კირთაძემ.

ამ საკითხზე უნივერსიტეტის ალტერნატიული აკადემიური სამეცნიერო საბჭო ხვალ, საგანგებო სხდომაზე იმსჯელებს.

ახალი ამბები