კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაზეთი Georgian Times-ი შსს-ს პრესსამსახურის უფროსის გადადგომას და მისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

27 თებერვალი, 2006

 გაზეთი Georgian Times-ი შსს-ს პრესსამსახურის უფროსის გადადგომას და მისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

გაზეთი “Georgian Times”-ი შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ხელმძღვანელის გურამ დონაძის გადადგომას და მისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს.

“Georgian Times”-ის ოფისში 23 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე გაზეთის მთავარმა რედაქტორმა გიორგი კაპანაძემ წარმოადგინა სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, სადაც გაზეთის ჟურნალისტს მაია მარგველანს დონაძემ უცენზურო სიტყვებით მიმართა.

მარგველანი დონაძისგან იმის დადგენას ცდილობდა, დაიკითხა თუ არა შსს-ს პრესსამსახურის უფროსი  „გაერთიანებული ქართული ბანკის“ საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით.

როგორც გიორგი კაპანაძემ აღნიშნა, ეს დონაძის მხრიდან ჟურნალისტების  შეურაცხყოფის პირველი ფაქტი არ არის. “რამდენიმეჯერ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეურაცხყოფას”, - აღნიშნა მან.

დონაძემ კაპანაძეს  “უზრდელი”, “ხულიგანი”, “პარაზიტი” და “ტიპიური კრიმინალური აზროვნების პიროვნება” უწოდა და აღნიშნა, რომ ასეთი საქციელი საჯარო პირისთვის შეუფერებელია და მან დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს თანამდებობა.

“Georgian Times”-ი სასამართლოში საჩივრის შეტანას აპირებს და დონაძისაგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.

გაზეთის მთავარმა რედაქტორმა აღნიშნა, რომ სწორედ მისმა გაზეთმა გაახმაურა პირველად სანდრო გირგვლიანის საეჭვო ვითარებაში დაღუპვის ფაქტი, რომელშიც რამდენიმე მაღალჩინოსანი, მათ შორის, დონაძეც ფიგურირებს.

http://www.media.ge/news_detailed.php?id_numb=470

ახალი ამბები