კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტელეკომპანია „თრიალეთი“ გუბერნატორს კასპის გამგებლის მოადგილის გადაყენებას სთხოვს

9 მარტი, 2006

 ტელეკომპანია „თრიალეთი“ გუბერნატორს კასპის გამგებლის მოადგილის გადაყენებას სთხოვს

შიდა ქართლის რეგიონული ტელეკომპანია „თრიალეთის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი კასპის გამგებლის მოადგილის გოგი მერებაშვილის გადაყენებას ითხოვს. საინფორმაციო სამსახურის უფროსს სოფიკო რეზრიჩენკოს თქმით, გოგი მერებაშვილმა „თრიალეთის“ კასპელ კორესპონდენტს ირმა კიტრიაშვილს ქუჩაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. „აღნიშნული ინციდენტი, მართალია 5 თვის წინ მოხდა, მაგრამ გოგი მერებაშვილი ამჟამად აპარატის უფროსად დააბრუნეს. მიგვაჩნია, რომ გოგი მერებაშვილს არავითარი უფლება აქვს კასპის ხელისუფლებაში მუშაობის და მოვითხოვთ რწმუნებულისგან, რომ მერებაშვილი კიდევ ერთხელ ჩამოაცილონ თანამდებობას“, - აცხადებს სოფიკო რეზრიჩენკო.

კასპის გამგებლის გენადი ხაჩიძის თქმით, 5 თვის წინ გოგი მერებაშვილი სწორედ ჟურნალისტთან მომხდარი ინციდენტის გამო მოხსნა თანამდებობიდან, მაგრამ რადგანაც კონსტიტუციური უსაფრთხოების შიდა ქართლის დეპარტამენტმა აღნიშნული ინციდენტის გამოძიებისას ვერ დაადასტურა გამგებლის დანაშაული, გამართლებულ ჩინოვნიკს კვლავ აბრუნებენ სახელმწიფო სამსახურში.

საბა წიწიკაშვილი გორიდან

ახალი ამბები