კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შს მინისტრის ბრიფინგზე ბეჭვდითი მედიის ჟურნალისტები არ შეუშვეს

10 მარტი, 2006

შს მინისტრის ბრიფინგზე ბეჭვდითი მედიის ჟურნალისტები არ შეუშვეს

ბეჭვდითი მედიის ჟურნალისტები, 7 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტროში, მინისტრ ვანო მერაბიშვილის  ბრიფინგზე არ შეუშვეს.

ამის შესახებ იუწყება გაზეთი „24 საათი“,   8 მარტის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით - „„დონაძის ეპოქა“ დასრულდა, „დონაძის ეპოქა“ გრძელდება“.

სტატიაში საუბარია, შს სამინისტროს  ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს  უფროსის გურამ დონაძის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, რის თაობაზეც ვანო  მერაბიშვილმა განცხადება აღნიშნულ ბრიფინგზე გააკეთა.

გაზეთს მოჰყავს მინისტრის სიტყვები, რომელიც  იმედს გამოთქვამს, რომ ინფორმაციისა და საზოგადოებისთან ურთიერთობის სამმართველოს ახალი ხელმძღვანელი შოთა ხიზანიშვილი ჟურნალისტებთან გაცილებით კარგ ურთიერთობებს  დაამყარებს. 

„თუმცა შს სამინისტროსა და მასმედიის უფრო გაადვილებული თანამშრომლობა პრესის წარმომადგენლების იგნორირებით დაიწყო“,  წერს სტატიის ავტორი. გაზეთის ინფორმაციით,  პრესის წარმომადგენლები - ჟურნალისტები და ფოტორეპორტიორები, ბრიფინგზე არ დაუშვეს.

„სამინისტროში ახალი წესებია, გაზეთებს არ ვუშვებთ“ - ასეთი მკაცრი პასუხით და ხელის კვრით გამოყარეს „შავ სიაში“ შეყვანილი პრესის ჟურნალისტები, რომელთაც, თურმე, სიახლეზე მოსაუბრე შს მინისტრი არ სწალობთ“, აღნიშნავს  „24 საათი“.

http://media.ge/news_detailed.php?id_numb=532

ახალი ამბები